2025 წლის 18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 303-ე აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ (FR-23-2950) შუალედური შედეგების და პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ენციკლოპედიური ცნობარის პრეზენტაცია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მალხაზ მაცაბერიძე წარმოადგენს პროექტის განხორციელების ეტაპებს და მიღებულ შედეგებს დამსწრე საზოგადოებას გააცნობს.
ენციკლოპედიურ ცნობარში მოკლედ არის განხილული, თუ რას წარმოადგენს დამოუკიდებლობის აქტი, მისი ძირითადი ხედვები და დებულებები. ნაჩვენებია, თუ რა ღირებულებებს აფუძნებენ საქართველოს სახელმწიფოს და როგორ წარმოედგინათ დამოუკიდებლობის აქტის ავტორებს მისი მომავალი.